მსოფლიო სპორტი
пятница, 20 апреля 2012 г.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტელევიზიის საშუალებით ყურება პირველად 1954 წელს იყო შესაძლებელი. დღესდღეობით იგი ყველა პოპულარული სპორტული ღონისძიებაა. 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს 715.1 მილიონმა ადამიანმა მიადევნა თვალყური,[1] ამავე გათამაშების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრას კი 300 მილიონმა ადამიანმა.[41]
სპორტი და საქართველო
დღემდე რვა ეროვნულ ნაკრებს აქვს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. აქედან ექვსი გახდა ჩემპიონი საკუთარ ქვეყანაში. გამონაკლისია ბრაზილია, რომელმაც1950 წლის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა და ესპანეთი, რომელიც 1982 წელს მეორე რაუნდს ვერ გასცდა. ინგლისმა (1966) და საფრანგეთმა (1998) თავიანთი ერთადერთი ტიტული მასპინძლის რანგში მოიგეს.
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის ადრეულ პერიოდში ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ფიფა-ს კონგრესი არჩევდა. სიშორის გამო ევროპული ქვეყნებისათვის დიდი პრობლემა იყო ნაკრების სამხრეთ ამერიკაში გაგზავნა, და პირიქით. მაგალითად, ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში მხოლოდ ოთხი ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა.[30]1934 და 1938 წლის ჩემპიონატები ევროპაში გაიმართა. საფრანგეთში ჩატარებულ გათამაშებას ბოიკოტი გამოუცხადეს არგენტინამ და ურუგვაიმ.[31]
1958 წელს, მომავალი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, ფიფა-მ გადაწყვიტა ჩემპიონატი ამერიკის კონტინენტზე და ევროპაში მორიგეობით ჩაეტარებინა. ამ წესმა1998 წლამდე იარსება. 2002 წლის გათამაშება პირველი იყო, რომელიც ჩატარდა აზიაში და რომელსაც ორმა ქვეყანამ უმასპინძლა (სამხრეთი კორეა და იაპონია).[32] 2010 წელს სამხრეთი აფრიკა პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, ხოლო 2014 წელს ბრაზილია პირველი სამხრეთამერიკული მასპინძელი იქნება 1978 წლის შემდეგ.[33]
მასპინძელ ქვეყანას ფიფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი კენჭისყრის წესით ირჩევს. როგორც წესი, მასპინძელი ჩემპიონატამდე 6-7 წლის ადრე სახელდება. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში რამდენიმე გათამაშების მასპინძელი ერთდროულად სახელდება. მაგალითად, ასე მოხდა 2010 წელს, როდესაც 2018 და 2022 წლების მასპინძლები ერთდროულად გამოცხადდნენ (რუსეთი და ყატარი, შესაბამისად).[34]
დღემდე რვა ეროვნულ ნაკრებს აქვს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. აქედან ექვსი გახდა ჩემპიონი საკუთარ ქვეყანაში. გამონაკლისია ბრაზილია, რომელმაც1950 წლის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა და ესპანეთი, რომელიც 1982 წელს მეორე რაუნდს ვერ გასცდა. ინგლისმა (1966) და საფრანგეთმა (1998) თავიანთი ერთადერთი ტიტული მასპინძლის რანგში მოიგეს.
<iframe width="560" height="315" src="http://www.youtube.com/embed/TZbWpVoLg4c" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
Подписаться на:
Комментарии (Atom)
